-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კობალავა მარინე (მაკა) მამიას ასული (29. VI.1962, თბილისი), ეკონიმისტი, თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის, მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორი (1980-1986). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტი საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების სპეციალობით (1980-1986), შემდეგ ასპირანტურა (1986-1989). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მომსახურების ბაზრის წარმოშობა და განვითარება საქართველოში“ და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი (1999). მოღვაწეობდა თსუ-სა და უცხ. სამეცნ. ცენტრებთან, აქვს ადმ. საქმიანობაში სამსახურებრივი გამოცდილება, არის თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ის მარკეტინგის კათედრის ასოც. პროფესორი (2006-დან), საერთაშ. სასწ. ურთიერთობების უნ-ტის დამფუძნებელი (2016), ამავე უნ-ტის სენატის თავ-რე და ვიცე-რექტორი, იყო უმაღლ. სასწ. „ჯორჯიას“- პრორექტორი (2009-2017), თბილ. თავისუფალი აკადემიის ვიცე-რექტორი (2017-დან), აირჩიეს საქართვ. პოლიტ. აკადემიის ნამდვილ წევრად (2008). მ. კ. ავტორობით გამოქვეყნებულია სახელმძღვანელოები და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები; „აგრომარკეტინგის ფორმირების კონცეპტუალური ასპექტები“(მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2016, N 1); „ელექტრონული პიარის მზარდი შესაძლებლობები გლობალიზაციის ეპოქაში“ (ივერონი, 2017, N9); „ინტერესთა კონფლიქტების მართვა პიარში“ (ივერონი, 2018, N10); „Benchmarking 2: (საერთაშორისო და რეგიონალური მასშტაბით)“ (აკადემლაბი, 2022, N 2), მონაწილეობდა სამეცნ. რეგიონალურ და საერთაშ. კონფერენციებში. იგი არის თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ზე აკად. თანამდებობის შესარჩევ საკონკურსო კომისიის წევრი, სსიპ საქართვ. სტატისტიკის ეროვნ. სამსახურში შექმნილი საკონკურსო კომისიის წევრი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების უმაღლ. განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი, ყოველწლიური სამეცნ. შემეცნებითი ჟურნ. „აკადემლაბის“ მთ. რედ. (2008-დან).
თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): კობალავა, მ. (1999). მომსახურების ბაზარი და მისი განვითარების კანონზომიერებები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941009716; კობალავა, მ. (2008). მარკეტინგული თავისებურებების განსაზღვრა ეროვნული ეკონომიკის აგრარულ სექტორში. თბ., უნივერსალი; კობალავა, მ. (2008). მარკეტინგი: [სახელმძღვ. ეკონ. და ბიზნესის ფაკ. სტუდ.]. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941009716; კობალავა, მ. (თანაავტორი). (2009). თანამედროვე მარკეტინგის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., უნივერსალი; კობალავა, მ. (თანაავტორი). (2010). მარკეტინგის საფუძვლები: ნაწ. 1: მარკეტინგული "ნოუ-ჰაუ" საფუძვლები: [სახელმძღვანელო]. თბ., უნივერსალი; კობალავა, მ. (2018). საზოგადოებასთან ურთიერთობა: სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლებლებისათვის. თბ., ISBN: 9789941800863; კობალავა, მ. (2018). PR: მონოგრაფია. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941264078; კობალავა, მ. (2024). საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა: [სახელმძღვანელო]. თბ., ჩემი გამომცემლობა, ISBN 9789941989254.